28 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
გერმანიის კოვიდინფიცირებული მოქალაქე, სტამბული-ჰამბურგის რეისის დროს თვითმფრინავში გარდაიცვალა

51 წლის გერმანიის კოვიდინფიცირებული მოქალაქე ავიაკომპანია "პეგასუსის" სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. გარდაცვლილი ფანჯარასთან, რიგში მარტო იჯდა, რის გამოც ის მთელი რეისის განმავლობაში მგზავრებსა და ბორტგამცილებლებს მძინარე ეგონათ.

უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული პირი რეისზე.

დღის ამბები