28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ აუდიენციაზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და წარმატებულ თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა, კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს ნიდერლანდების სამეფოს მნიშვნელოვან ჩართულობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ამბიციურ მიზანზე, 2024 წელს გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ნატოსთან და ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით. საუბრისას, ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

დღის ამბები