ალეკ ბოლდუინი დაღუპული ოპერატორის მეუღლესა და ვაჟს შეხვდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხვევა მსახიობი მამა-შვილს.
როგორც ცნობილია, ფილმ "რასტის" გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლილ ტყვიას ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ემსხვერპლა, ხოლო ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა.
რეჟისორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პოლიცია მომხდარს ამ დრომდე იძიებს. უცნობია, როგორ მოხვდა იარაღში ნამდვილი ტყვიები.