28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
დებატებში, ერთ-ერთმა კანდიდატმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა გაჭირვებულების კვების რაციონზე, მათზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება - კახა კალაძე

თბილისის მერი, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გაჭირვებულებისა და სოციალურად დაუცველებზე, ძალიან დიდი თანხები იხარჯება და ვიდრე ამ ადამიანების რიცხვი დიდი ქვეყანაში, მთავრობის მხრიდან მათ დიდი მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ.  

"ძალიან დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. რაც შეეხება რაციონს, ერთ-ერთ დებატებში, ერთ-ერთმა კანდიდატმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. რაღაც მოიტანა ქილით და საუბრობდა, თითქოს ეს იყო უფასო სასადილოების საკვები, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

40 000 გაჭირვებული იმიტომ არის, რომ ჩვენ გავზარდეთ მათი რიცხი, რადგანაც ძალიან ბევრი იყო მომლოდინე ოჯახების რაოდენობა. ამით მათ ჩვენ დავეხმარეთ. მე, როგორც ქალაქის მერს, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ნაკლები სოციალურად დაუცველი იქნება ქვეყნაში, მაგრამ ვიდრე ისინი არსებობენ, ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერა იქნება,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები