28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული ევროსაბჭოს რეზოლუცია - "ღამის კურიერის" სტუდიაში გუშინ დაწყებული დაპირისპირება დღესაც ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა

"ღამის კურიერის" სტუდიაში გუშინ დაწყებული დაპირისპირება დღესაც ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა.

დავის საგანი 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული ევროსაბჭოს რეზოლუციაა.

13 წლის შემდეგაც, რაც ყოფილი სახელისუფლებო წევრებისთვის გამარჯვებაა, ამჟამინდელი მთავრობისთვის სახელმწიფოს ღალატად მიიჩნევა. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2021 წელს კვლავ ვერ თანხმდება ომის შესახებ რეზოლუციის მე-5 პუნქტზე, რაც გულისხმობს 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადასვლას.

მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენებას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.

დღის ამბები