ნიკოლა სარკოზსს, საფრანგეთის სასამართლომ, 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე ედება.
პროკურატურის მტკიცებით, სარკოზის პარტიამ, კამპანიისთვის საარჩევნო კანონმდებლობით დაშვებულ თანხაზე 2-ჯერ მეტი დახარჯა, შემდეგ კი პიარკომპანია დაიქირავა, რათა ეს ხარჯები დაემალა.
როგორც ცნობილია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს შინა პატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით მოიხდის.