28 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
არ მომწონს შიდა კვლევების გამოქვეყნების პრაქტიკა, მაგრამ ეს აუცილებლობა შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ მზადდება დესტაბილიზაცია - გია ვოლსკი

"ქართული ოცნება" პარტიული კვლევის შესაბამის მხარდაჭერას ელოდება. მმართველი გუნდის წევრებს დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ. 

გია ვოლსკის განცხადებით, ზოგადად, წინააღმდეგია შიდა კვლევების გამოქვეყნების, თუმცა, აუცილებელია იმ დესტრუქციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც, მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მზადდება. 

"მე არ მომწონს შიდა კვლევების გამოქვეყნების პრაქტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აუცილებლობა შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ მზადდება დესტაბილიზაცია, სიტყვა რევოლუციას არ გამოვიყენებ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც გამოიყენება ჩვენი ოპონენტების მიერ, არის რაღაც კვლევების გამოქვეყნება, რომელიც არასდროს არ დამთხვევია რეალობას. ამას უნდა დაუპირისპირო ის მონაცემები, რაც გაქვს და რომელიც რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებულია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები