28 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
"ოცნება" არჩევნებს აგებს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ ქართველ ხალხთან" - ოპოზიცია მმართველი გუნდის მორიგ კვლევას უნდობლობას უცხადებს

51% "ქართულ ოცნებას", თითქმის 57% კახა კალაძეს - მმართველი გუნდის მორიგი კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის არასერიოზულია. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მორიგი მანიპულაცია არჩევნებამდე სამი დღით ადრე და რეალურად, ორ ოქტომბერს სულ სხვა შედეგები დაფიქსირდება. 

"ის კვლევები, რომელსაც ისინი აქვეყნებენ ყოველდღიურად, მერწმუნეთ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ არწმუნებენ, რომ ეს რეალობაა. ისინი ამ არჩევნებს აგებენ, არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ ქართველ ხალხთან. მეორე ტური იქნება თბილისში და მეორე ტური განსაზღვრავს ვინ იქნება დედაქალაქის მერი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. 

კვლევები არასარწმუნოა კიდევ ერთი მერობის კანდიდატისთვის - "ლელოს" კანდიდატი ანა ბიბილაშვილი მიიჩნევს, საზოგადოებაში კოალიციური მმართველობის მოთხოვნილებაა და ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება. 

"თვითონ "ქართული ოცნების" კვლევები იქნება თუ განცხადებები, სამწუხაროდ, ხშირად ცდება რეალობას, სამწუხაროდ, მათ არ უნდათ დაინახონ ის განწყობები, რაც ქვეყანაშია. ყველა კვლევა ჯამურად რომ ავიღოთ, ფაქტია და ჩანს, რომ ოპოზიცია იგებს არჩევნებს, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება კოალიციური  მმართველობის, მრავალპარტიულობის და შედეგი გამოჩნდება არჩევნების დღეს,"- აცხადებს ანა ბიბილაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები