233 მილიონი ინფიცირებული და 4 მილიონ 700 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის უახლესი მონაცემები. "დელტა" შტამის სწრაფად გავრცელების გამო, სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს საკუთარი მოქალაქეები მე-3 დოზით აცრას. გამონაკლისი არც ამერიკის შეერთებული შტატებია.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ბუსტერ" დოზით პირდაპირ ეთერში აიცრა. ამერიკამ ფაიზერბიონტეკის წარმოების ვაქცინის მე-3 დოზით აცრა 65 წელზე ზემოთ მოსახლეობისთვის დაუშვა.
აშშ-ს ჯანდაცვის სამინსტრო ასევე განიხილავს, რომ ნოემბრიდან ქვეყანაში "სინოვაკით" და "სინოფარმით" აცრილი პირები საზღვარზე დაუშვან. ამ მხრივ არ გაუმართლა რუსული "სპუტნიკით" აცრილებს.
დღეიდან, "ბუსტერ" დოზით აიცრებიან რუმინეთშიც. სამხრეთ კორეაში კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის.
მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთში კორონავირუსმა 852 ადამიანი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.