28 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
4 დღე წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონამდე - პარტიები და მერობის კანდიდატები ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრებს მართავენ 

პოლიტიკოსები წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონს მიუახლოვდნენ - პარტიები და მერობის კანდიდატები ამომრჩეველთან უკვე შემაჯამებელ შეხვედრებს მართავენ.

დასკვნითი ღონისძიება დღეს "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლისა" და მესამე ძალის" ლიდერმა გამართა. გიორგი ვაშაძემ გამოსვლაში 2 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც რეფერენდუმზე ისაუბრა.

წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმაც. ბოლო შეხვედრა ისნისა და სამგორის ამომრჩევლებთან გამართეს. მოსახლეობას პარტიის თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა მიმართეს.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ევროპულმა საქართველომ" იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც წინასაარჩევნო კლიპი - გაუშვა. გამოფინეს საპროტესტო პლაკატებიც.

პარტია "გირჩის" წევრებმა კი საარჩევნო კამპანია ავტომობილის გათამაშებით დაასრულეს. ამით მათ საპარლამენტო არჩევნებზე გაცემული პირველი დაპირებაც შეასრულეს. კონკურსში 3 800-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ოზურგეთში საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარუდგინა.

საკუთარ გეგმები გააცნო მოსახლეობას მმართველი პარტიის ლიდერებმაც. "ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე გუთნის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ვარკეთილის მოსახლეობას კი საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა მმართველი პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დაპირებების გასაცემად პარტიებს ახლა უკვე სრული 3 დღე დარჩათ. 




დღის ამბები