28 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის საქართველოში, ძალიან კარგი, მაგრამ არ მოდის ხელისუფლებაში - გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა. მიხეილს სააკაშვილის გადაწყვეტილებას უგულავა მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტი ხელისუფლებაში არ მოვა.

"ჩემი პრინციპული პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მილენიუმის აქტი, ანუ ამინისტია 2000-2021 წლის, რომელიც მოიცავს სამივე ეპოქას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქებს. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, თუ გვინდა, რომ ჩვენ ერთ წრეზე ტრიალს თავი დავანებოთ და განვითარებისკენ წავიდეთ იმიტომ, რომ ასეთი პირობებით ჩვენს ქვეყანას და მომავალ კოალიციას მივცემთ შესაძლებლობას სწორი მართვის, რომ არავინ აღარ იყოს ბატონი, აღარ იყოს გაბატონებული კლასი, ფენა თუ პარტია. აი, ეს არის მთავარი ამოცანები. რა თქმა უნდა, მომავლის კოალიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება "ნაციონალური მოძრაობა".

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ჩამოდის საქართველოში და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ მოდის ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში მოვა კოალიცია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით. ამიტომ შევხედოთ ამას როგორც ფართო პოლიტიკურ მოვლენას, იცვლება ეპოქა და ამ ეპოქაში ჩვენ შიშები კი არ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ის სისტემა სადაც გამორიცხული იქნება ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ეს არის ამოცანა, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები