28 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"ეს არის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის გადარჩენას" - იაპონიის მთავრობამ საქართველოს  სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

იაპონიის მთავრობამ საქართველოს თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.

პროექტის ღირებულება თითქმის 3 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში ქვეყანამ 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი მიიღო.

აღჭურვილობა საჭიროა მძიმე პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

"ჩვენ ქართულ მხარეს გადმოვეცით სამედიცინო არჭურვილობა. ეს არის იაპონიის საჩუქარი, რომელიც უკვე დაინსტალირებულია სასწრაფო დახმარების მანქანებში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ეს არის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის გადარჩენას. ვუზრუნველყოფთ იმ პირების სამედიცინო დახმარებას, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ,"-განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აკირა იმამურამ.

დღის ამბები