28 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"ჩვენ დავაჩქარებთ საქართველოს ჩრდილო-ანტლანტიკურ ინტეგრაციას" - გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში შეაჯამა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა "მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელმა" ქუთაისში გამართა. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის მიუღებელია მმართველობის ისეთი ფორმა და ის შინაარსი, რაც დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა. 

ვაშაძის თქმით, "მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელმა" ის პოლიტიკური ლიდერები გააერთიანა, ვინც მზად არიან ქვეყანა წინ წაიყვანონ. 

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია აგებულია, რომ თუ ცვლილებები იქნება, იქნება ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ "მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი" ვართ გარანტი იმის, რომ ცვლილებების შემთხვევაში, საქართველოში იქნება მშვიდი, მაგრამ სწრაფი განვითარება. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში დასრულდება დაპირისპირება, აღარ იქნება ანგარიშსწორება და რევანში. ჩვენ დავაჩქარებთ საქართველოს ჩრდილო-ანტლანტიკურ ინტეგრაციას,"- მიმართა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს. 

დღის ამბები