28 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
2 ოქტომბრიდან ქართველი ხალხი ახალი გზით სიარულს დაიწყებს - "ლელო" საარჩევნო კამპანიას აჯამებს

"ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიას აჯამებს. პარტიის ლიდერებმა დღეს შეხვედრა სამგორის და ისნის მოსახლეობასთან გამართეს.

პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ წარადგინა კანდიდატები და ცვლილებების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ლიდერებმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

"ქართველი ხალხი 2 ოქტომბრიდან დაიწყებს ახალი გზით სიარულს. ეს გზა იქნება - სწრაფი რეფორმების, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების გაძლიერების გზა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები