28 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს მთავრობის ადმისტრაციასთან - შეკრებილებმა მთავრობისგან მოითხოვეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა დროულად დაიხსნან საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმისგან.

ირაკლი ბებუამ, შარშან, მაშინ როდესაც სეპარატისტული რეჟიმი ოკუპირებულ გალში "დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს" აღნიშნავდა, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა. მოგვიანებით კი მის სახლში ჩხრეკისას, ე.წ. პოლიციამ ხელყუმბარა ნახა.

საქართველოს მოქალაქეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

დღის ამბები