28 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
დირექტორებს სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეების მშობელთა აცრის მონაცემების შესწავლა დაევალათ - ამირან გამყრელიძე

როგორია NCDC-ის გეგმამ სკოლაში კოვიდ-უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად - ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენია აცრილი თანამშრომელი და რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რეკომენდაცის მიზანი სკოლის თანამშრომელთა აუცრელი სეგმენტის იმუნიზაციის პროცესში ჩართვაა. 

"მოწოდება და რეკომენდაცია დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები

ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები, თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა დასწრებული დაიწყოს და პარალელურად მიეცა მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე," – განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები