28 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? შევა ციხეში - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილს ეშინია, რადგანაც მან იცის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონი აღსრულდება და ამას წინ ვერავინ აღუდგება.

"რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში

სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი მჩაგვრელი გუნდისთვის.

დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა.

დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით.

და მეორე, რაც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს იმიტომ, რომ მან გამოუსწორებელი შედეგი და ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის რა თქმა უნდა სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლია, ისიც პიკის დროს," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები