28 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ კვლევას წარადგენს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ კვლევას წარადგენს. როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა.

მათი შეფასებით, ტენდენცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკეთესობისკენ არ არის შეცვლილი და კვლევაში წარმოადგენენ რეკომენდაციებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. 

"კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენება. არაერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ ასეთი, ან კონკრეტული კანონდარღვევა, რომელიც არის აკრძალული საარჩევნო კოდექსით, ან ისეთი ქმედებები, რომლებიც თავიანთი შინაარსით არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტოლი ქმედება, რომელიც შეიძლება კანონმდებლობას არ წარმოადგენდეს. ტენდენცია გაუმჯობესების კუთხით არ გვაქვს სამწუხაროდ," – განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

მმართველ გუნდში ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფენ.

"ახალი ტერმინები იყო გამოგონილი იმისთვის, რომ "ეს სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ტოვებს შეგრძნებას, თუ არ ვცდები ასეთის". მოდით შეგრძნებებს ნუ დაეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაეყრდნონ კანონის მოთხოვნებს და კანონის მოთხოვნები სად ირღვევა მერე გვითხრან. წინა არჩევნების შემთხვევაში ასეთი ბევრი მაგალითი ვერ მოიტანეს, იყო სულ შეგრძნებები და განცდები ძირითადად," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

დღის ამბები