28 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება - 2 ოქტომბერს გადაწყდება, ვინ ჩაიბარებს მერობის და საკრებულოს წევრობის პოსტებს 4 წლით

პოლიტიკოსებმა თვითმმართველობის არჩევნებამდე ბოლო კვირის ათვლა დაიწყეს. მოსახლეობასთან შეხვედრებსა და მათთვის დაპირებების გაცემას კვლავ განაგრძობენ. ელენე ხოშტარიამ თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან დასკვნითი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერებმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია.

ამომრჩეველთან ბოლო დაპირებებს გასცემს პარტიის "ხალხისთვის" ლიდერიც. ანა დოლიძე დღეს დედოფლისწყაროს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. თბილისის მერობის კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და საარჩევნო გეგმებზე ესაუბრა.

გიგი წერეთელმა და ხატია დეკანოიძემ კი ქუთაისში, გუმათის ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ამირან ძოწენიძე წარადგინეს. პოლიტიკოსებმა ქვეყნის დასავლური მომავლისა და თავისუფლებისთვის 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა კეკელიძის ქუჩაზე გამართა. 

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს კახა კალაძე. თბილისის მერობის კანდიდატი ისანში მცხოვრებლებს შეხვდა, მასთან ერთად იყო რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან არჩევანის გასაკეთებლად 2 ოქტომბერს მივლენ. 

დღის ამბები