28 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ამ წუთებში ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20-ზე მეტი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია - რატომ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი

ვაქცინაციის ტემპი საქართველოში უკვე უკიდურესად საგანგაშოა. აცრის მსურველთა რაოდენობა სამჯერ არის შემცირებული, რაც, სპეციალისტების პროგნოზით, კორონავირუსის მომდევნო ტალღაზე აუცილებლად აისახება.

გასული 24 საათის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში სულ 6600 ადამიანია აცრილი და მათგან უმეტესობა მეორე დოზით. ამ წუთებში, თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20-ზე მეტი კოვიდინფიცირებული ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათგან არც ერთის მშობელი აცრილი არ არის.

თუ აცრის ტემპი არ გაიზარდა, ქვეყანა საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მიაღწევს.

დღის ამბები