28 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
25 წელზე მეტია, სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა - ნიკა გვარამიასთან ტანდემში იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - შალვა ნათელაშვილი "იფსოსის" კვლევაზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "იფსოსის" კვლევებს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა გაყალბების მცდელობაა. 

"თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ "მთავარ არხზე" გათამაშებულმა სცენამ, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო "იფსოსის" ე.წ რეიტინგული კვლევები, "ლეიბორისტულ პარტიასთან" მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით, ასევე, სრულად მოიგო ორთაბრძოლა - კალაძე ორი.

მთლიანობაში კი, 25 წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს, იგივე, ეგზიტპოლები და ბოლოს, გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ, ძაღლის კუდი არ განემართების, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც "ბავშვიყლაპია", რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა.

P.S რაც მთავარია, მე მუდმივად მაწუხებს კითხვა - რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის, ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?"- წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქზე".

"იფსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე "რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნების ტარდებოდეს, "ლეიბორისტულ პარტიას" მხოლოდ გამოკითხულთა 3% ასახელებს. 

დღის ამბები