28 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინცინდენტები განიხილეს.

მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე, ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის  საქართველოს 2 მოქალაქე რჩება, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი, რომელიც ოკუპანტებმა 14 აგვისტოს დააკავეს.

ცხინვალსა და აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლების საკითხს, ქართული მხარე, ასევე ოქტომბერში გასამართ ჟენევის მოლაპარაკებაზეც დააყენებს.

დღის ამბები