28 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ჩვენ წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება თავისუფლად შეგვიძლია, ძალიან კარგი განწყობაა წინასაარჩევნოდ - ირაკლი კობახიძე

წინასაარჩევნო მარათონის დასრულების პარალელურად, მმართველ გუნდში განწყობები, არჩევნებთან დაკავშირებით, ამაღლებულია. 

ირაკლი კობახიძეს სჯერა და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მნიშვნელოვნად მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს. კობახიძე იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ტაქტიკა მათ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში ეხმარება. 

"ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება ჩვენ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქაოსის შემოტანაზე. ასეთ დროს კი უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არეულობა და ქაოსი არავის უნდა. ხალხს განვითარება სჭირდება. ჩვენ წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება თავისუფლად შეგვიძლია. მაშინ ჩვენ ავიღეთ 48% და შეგვიძლია არა ამ შედეგის შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესება. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მივიღოთ ყოველი მეორე ხმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, პრინციპულია, თბილისში პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვება და ამაში დარწმუნებულებიც ვართ. ძალიან კარგი განწყობაა და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები