28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
"ინფორმაციის სანდოობისთვის" - დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 8 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა

"ინფორმაციის სანდოობისთვის"- ასე ჰქვია კოალიციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ჩამოაყალიბეს. კოალიცია 8 ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა მთავარი ორიენტირი დეზინფორმაციასთან ბრძოლა იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები განმარტავენ, რომ ამ საკითხზე ისინი წლების განმავლობაში ინდივიდუალურად მუშაობდნენ, თუმცა, მათი თქმით, პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გამოწვევას ერთობლივი პასუხი გაეცეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კოალიციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციის მონიტორინგი, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება იქნება.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აღვნიშნავთ USAID​-ის მხარდაჭერილი ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ დაწყებულ კოალიციის შექმნას. ამ ინიციატივაში რვა წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომლებიც ერთად იმუშავებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. აღნიშნული პრობლემა ბოლო წლებში შეეხო კოვიდს, ევროატლანტიკისკენ მიმავალ გზას და საზოგადოებაში სხვადასხვა ეჭვები წარმოშვა. მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ფაქტებზე დაფუძნებულ სწორ ანგარიშებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების გარდა, პრობლემის გადაჭრაში მთავრობის, მედიისა და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა,"-განაცხადა USAID​-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა.

დღის ამბები