28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ზუგდიდის მერობის "ოცნების" კანდიდატი პოლიტიკური მარათონისთვის ემზადება - როგორ აპირებს მამუკა წოწერია მხარდაჭერის მოპოვებას

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი შემოდგომის პოლიტიკურ მარათონში ჩასართავად ემზადება.

მამუკა წოწერია ადგილობრივი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა. წოწერია ახალგაზრდებთან თემატურ შეხვედრებს თითქმის ყოველდღე მართავს. ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტიც თვითმმართველობის ორგანოში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. მამუკა წოწერია გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდული ბიუჯეტი შექმნას გეგმავს, რომელსაც ახალგაზრდები განკარგავენ და რომელიც მათივე პროექტებს დააფინანსებს. მერობის კანდიდატი აპირებს, რომ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა დაიწყოს. სამომავლო პროექტებს შორისაა თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობაც.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატისთვის საარჩევნო პროგრამაში განსაზღვრულია ჯანდაცვის სფეროც. მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდში, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 5 ჯერ გაიზარდა. ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯებისთვის 2012 წელს ბიუჯეტიდან 646 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, დღეს კი ეს თანხა 3,5 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი პროფესიით ეკონომისტია. ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს, აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, მას დაპირბების გასაცემად და ზუგდიდელების გულის მოსაგებად ზუსტად ერთი კვირა რჩება. 

დღის ამბები