28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
დმანისში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული დავით დათუაშვილის მამა სამედიცინო დასკვნას ასაჯაროებს

დმანისში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული დავით დათუაშვილის მამა სამედიცინო დასკვნას ასაჯაროებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს და ამის შესახებ ყველამ იცოდა - მიხეილ დათუაშვილის ვერსიით, ოჯახი პროვოკაციის მსხვერპლია.

რაც შეეხება უშუალოდ დასკვნის შინაარსს, გასაჯაროებული სამედიცინო დოკუმენტით ირკვევა, რომ დმანისის ინციდენტში მონაწილე პირი, ქცევითი აშლილობის დიაგნოზით, რამდენჯერმე გადიოდა მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

დავით დაუთაშვილი ახლა პატიმრობაშია, მას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დანით დაჭრაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დმანისში მოხდა, დაჭრილია "ნაციონალური მოძრაობის" 2 აქტივისტი, რომლებიც თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

დღის ამბები