28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" კვირაში სამჯერ ახალ-ახალი კვლევების გამოქვეყნება, ეს კვლევები ღიმილს იწვევს - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მცხეთის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს და ქვეყნის ბედი სწორედ მაშინ გადაწყდება. 

"რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" კვირაში სამჯერ ახალ-ახალი კვლევების გამოქვეყნება. ეს ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ საარჩევნოდ. 

ეს კვლევები და ამის გამოქვეყნება უბრალოდ ღიმილს იწვევს. დაველოდოთ 2 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც ჩვენი მოსახლეობა დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ არჩევანს გააკეთებს,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

"ქართული ოცნების" თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას დღეს დედაქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება 50,9%

ნაციონალური მოძრაობა 25,2

საქართველოსთვის 5,7

გირჩი - მეტი თავისუფლება 3,4

პატრიოტთა ალიანსი 3,1

ლელო 2,9

მოქალაქეები 2,6

მესამე ძალა 1,7

ევროპული საქართველო 1,1

ლეიბორისტული პარტია 0,9

გირჩი 0,4

სხვა პარტიები 2,1

კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) 57,9

ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 27,8

გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 5,3

ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,5

გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 2,1

ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6

თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,6

მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,5

სხვა კანდიდატები 1,7

დღის ამბები