28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
გლდანში 270 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. 270 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა ახალი დასრულებულია. 

თბილისის მერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში 20-მდე ახალი საბავშო ბაღი აშენდა და პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

"104-ე ბაგა-ბაღი მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. ეზოში განთავსებულია ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები. დაახლოებით 270-მდე ბავშვისთვის არის ეს ბაგა-ბაღი აშენებული, 50 თანამშრომელი იქნა დასაქმებული, ყველანაირად სუფთაა და კეთილმოწყობილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები