28 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას, ბერლინის, ვენისა და აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირდაპირ რეისებზე ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტურიზმის და ავიაციის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია "კოვიდ-19"-ის რეალობაში.

"ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიასთან "ვიზეარი". შედეგად, 2021 წლის ნოემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება პირდაპირი რეისების ოპერირება შემდეგი მიმართულებებით: ბარსელონა, ბერლინი, ვენა, აბუ-დაბი. დიდი მადლობა ჩემს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და ავიაკომპანიას მხარდაჭერისთვის. ტურიზმის და ავიაციის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია "კოვიდ-19"-ის რეალობაში",- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები