28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
კვლევა დავუკვეთეთ, რომელმაც აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 25%-ზე ნაკლებია - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის მიერ დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" რეიტინგი 25%-ზე დაბალია.

"დავუკვეთეთ ჩვენ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი არის 25%-ზე ნაკლები. 

შარშანდელი გაყალბების მსგავსი ვერ იქნება წელს. გვეყოლება დამკვირვებლები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ არჩევნებს განიხილავენ, როგორც გარდამტეხ არჩევნებს. გვეყოლება 12 ჯერ მეტი უცხოელი დამკვირვებელი ვიდრე შარშან გვყავდა. ჩვენი "ლელოს" დამკვირვებლებიც გვეყოლება. დათვლა იქნება ლაივ რეჟიმში. "ქართული ოცნება" მარცხდება ძალიან მწარედ,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.

ბადრი ჯაფარიძემ არ გაამხილა ორგანიზაცია, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პარტია "ლელოს" დაკვეთით, საზოგადოების აზრის გამოკვლევა ჩაატარა.

დღის ამბები