28 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ამ ბანერებში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ - თეა წულუკიანი ე.წ. "სისხლიან ბანერებზე"

აღვივებს, თუ არა სიძულვილს საზოგადოებაში ე.წ. "სისხლიანი ბანერების" განთავსება - თბილისის ქუჩებში, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ დაბრუნებულ ენმ-ს საწინააღმდეგო პოლიტიკური განაცხადების შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში" განაცხადა, რომ ამ ბანერში საძრახისს ვერაფერს ხედავს.

"სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური. 

როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 

 

დღის ამბები