28 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
მენეჯერი შესაძლოა ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე

საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა, თუმცა აღნიშნავს, რომ კარგი მენეჯერია, რომელიც თავის "კანტორას" შესაძლოა ახლაც კარგად მართავს. 

"ეს იყო ყოვლად ადეკვატური ადამიანი სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები, კარგი მენეჯერი, მაგრამ არასოდეს არ იყო პოლიტიკოსი.

მენეჯერი შესაძლოა ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას.

მე ვამბობ, რომ პოლიტიკოსი არ იყო და ვერ იქნება მომავალში. მე მასთან ყველაფერი ღიად მაქვს ნათქვამი რასაც ახლა ვლაპარაკობ, რომ მისი გზა არსად არ მიდის,"- აცხადებს წულუკიანი. 

დღის ამბები