28 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ჩემი გვარიც ფიგურირებდა, თუმცა მე ეს საუბარი ვერ ვიცანი - თეა წულუკიანს ფარული ფაილების ნამდვილობაში ეჭვი ეპარება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი "ღამის კურიერის" ეთერში ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს. მინისტრი განმარტავს, რომელია კანონიერი მოსმენა და რომელი უკანონო. 

წულუკიანის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში მისი გვარიც ფიგურირებს, თუმცა განმარტავს, რომ მან ეს საუბარი ვერ ამოიცნო, რაც უჩენს ეჭვს ფაილების შესაძლო ფაბრიკაციასა და ავთენტურობასთან დაკავშირებით. 

"ყველა ქვეყანაში არსებობს კანონიერი მოსმენა და უნდა იყოს. აქ საუბარია იმის დაუშვებლობაზე, რომელიც არის უკანონო მოსმენა, ასეთია ისეთი, მოსმენა, რომელიც დიდ ინტერესს არ ემსახურება, როგორიც არის სახელმწიფო ინტერესი.

მიმდინარეობს გამოძიება ამ ზღვა მასალაში, რომელია კანონიერი მოსმენა. როგორც მე ვიცი აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა აქ არის მხოლოდ ქაღალდზე გადატანილი საუბრები. ჩემი გვარიც ფიგურირებდა თუმცა მე ეს საუბარი ვერ ვიცანი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს არის რეალობა. დედა ანასტასია წასულია ქვეყნიდან და მე მასთან ნამდვილად მაქვს, ხოლმე საუბარი მაგრამ მე ეს საუბარი ვერ ვიცანი. 

გამოძიების მიერ შედეგის დაყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ, იმათთვის ვისი გვარებიც ფიგურირებს არამედ სახელმწიფო უსაფრთხოიებისთვის.

გაირკვეს არის, თუ არა ეს რეალური საუბრების ქაღალდზე გადატანა, ჩემს შემთხვევაში თქვენ დაასახელეთ მონაზონი და ეს ასე არ არის. არ ვადასტურებ ამ საუბარს. ცნობილია, რომ მე გამოცანებით არასოდეს ვსაუბრობ, მაშინაც კი როდესაც მეგობარს ვესაუბრები,"- აცხადებს წულუკიანი.

დღის ამბები