28 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
როგორი იქნება თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკა - კახა კალაძემ ამომრჩეველს მე-6 პროექტი გააცნო

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კახა კალაძემ 7 პოლიტიკური გეგმიდან მე-6 წარმოადგინა. მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელახლა მერად არჩევის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება.

მოქმედმა მერმა ასევე პირობა დადო, რომ თუ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა მასზე შეაჩერებს არჩევანს, ქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

ბიზნესის დახმარება პანდემიის პირობებში და თანამშრომლობა სამშენებლო სექტორთან იყო ის დაპირებები, რაც მერობის კანდიდატისგან ამომრჩეველმა მოისმინა.

დღის ამბები