28 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
პოლიტიკური დაპირებები და შეხვედრები მოსახლეობასთან - წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შედის 

ოპოზიციისთვის 2 ოქტომბერი რეფერენდუმია - ეს მოსახლეობასთან შეხვედრისას პოლიტიკოსების მთავარი გზავნილი იყო. სანამ მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან მივლენ, მათ საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებს პარტიების წარმომადგენლები აცნობენ. პოლიტიკური დაპირებებიც ბევრია.

მორიგ ჯერზე მორიგი დაპირებები ანზორ მელიასგან ამჯერად უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოსახლეობამ მოისმინა.

"ლეიბორისტებმა" ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში პარტიული სია წარადგინეს. 

ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატების" წარმომადგენლები. ლიდერები პაატა დავითაია და მამუკა გამყრელიძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.

მმართველმა პარტიამ დღეს დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა, ბოლო შეხვედრა რაჭაში ჩატარდა. შეხვედრებს აგრძელებს "ქართული ოცნების" ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. კახაბერ ლაბუჩიძე წულაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შედის. ზუსტად 10 დღეში უნდა გაირკვეს, ვის ჩააბარებს მოსახლეობა საკრებულოს წევრისა და მერის თანამდებობებს.

დღის ამბები