28 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
დაპირისპირება დმანისში - ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი და რას პასუხობენ ოპონენტებს "ნაციონალურ მოძრაობაში"

დაპირისპირება დმანისში - მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ სადახლოში მომხდარი დაპირისპირების დეტალები დღეს "კურიერთან" გაიხსენა. 

მიხეილ დაუთაშვილის შვილი, რომელიც 2 ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციას თავად ჩაბარდა.

"ქართული ოცნების" კანდიდატი მომხდარის მიზეზად შვილის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციას ასახელებს, რადგან, მისი თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

დავითაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა ბასრი საგანი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მამაზე ფიზიკური ძალადობის მომსწრე გახდა.

სრულიად განსხვავებულია ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის პოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" სისხლიანი გარჩევის პროვოცირებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ ფაქტის უამრავი უტყუარი მტკიცებულება არსებობს.

დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციონერები პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ამ ფაქტის შემდეგ კანდიდატურა უნდა მოხსნას.

მმართველ გუნდში კი ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც, პარტიის ლიდერების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დღის ამბები