28 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა

აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს.

ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5 პროცენტით გაიზრდება, რაც 5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს 2021 წლის აპრილში ამავე ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს.

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის 12.7 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება.

განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო და მომსახურების სფეროებში.

ამასთან, ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი კვლავ სირთულეებს განიცდის, საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა ფიქსირდება.

დღის ამბები