დონალდ ტრამპი, ნიუ იორკ თაიმსსა და საკუთარ ძმისშვილს უჩივის.
მიზეზად 2018 წელს გამოქვეყნებული სტატია სახელდება, სადაც მას საეჭვო საგადასახადო სქემებში ადანაშაულებენ.
სარჩელის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილმა, მერი ტრამპმა დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას კონფიდენციალური დოკუმენტების გასაჯაროებას უკრძალავდა.
გამოქვეყნებულ სტატიას კი,დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ პერსონალურ შურისძიებად აფასებს.
შტატების 45-ე პრეზიდენტი კომპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს ითხოვს.