28 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში, ელექტრონული სისტემების გამოყენებით ჩატარდება

კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. სიახლე არჩევნებში ელექტრონული სისტემების გამოყენებას გულისხმობს.

კრწანისის ოლქში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რაც განსხვავებულ ბიულეტენს გულისხმობს, ხმების დათვლა კი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. პროცესს ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

"ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება საარჩევნო უბნებზე, რაც ბუნებრივია პირველ რიგში იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის ყუთში მოთავსება, იმავე ბიულეტენის ამავე ყუთში მოთავსება და ამასთანავე, მთავარი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს არის, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები