ძლიერი მიწისძვრა ავსტრალიაში - 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, მელბურნიდან 200 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
იყო განმეორებითი ბიძგებიც. სტიქიის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. განხორციელდა სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.