1971 წლის შემდეგ პირველად, ლას პალმასის მოსახლეობა ვულკანის ამოფრქვევას შეესწრო. ესპანეთში, კანარის კუნძულზე უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლავამ ატლანტის ოკეანემდე მიაღწიოს. თუ ეს ასე მოხდება, შესაძლებელია, ჰაერში ტოქსიკური აირების ღრუბელი წარმოიქმნას. ამ დროისთვის დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.