28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შედის - პოლიტიკური სპექტრის სტრატეგია და პრიორიტეტები

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა თავიანთი გუნდის წევრები ამჯერად ახალციხეში წარადგინეს. კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც რეფერენდუმზე ისაუბრეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა მოგვიანებით დედაქალაქში გადმოინაცვლეს, სადაც პარტიული სიის ათეული წარადგინეს.

საარჩევნო კამპანიას ფოთში განაგრძობს გიგი უგულავა. მერობის კანდიდატმა შეხვედრა აიეტის უბანში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების აუცილებლობასა და უმუშევრობაზე ისაუბრა.

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი, გლდანის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ლიდერებმა შეკრებილ ამომრჩევლებს საკუთარი გეგმა წარუდგინეს და გამარჯვების შემთხვევაში რაიონის განვითარებას დაჰპირდნენ.

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის სხვა წევრებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდნენ. შეხვედრისას განიხილეს, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და წინასაარჩევნო კამპანია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, მოსახლეობის პრობლემებს დღეს მმართველი გუნდის ლიდერებიც ისმენდნენ. პარტიის ხელმძღვანელებმა გურიისა და ბათუმში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელეს. "ქართული ოცნების" ლიდერები საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულები არიან.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან". კახაბერ ლაბუჩიძე მერვე ლეგიონის მოსახლეობას პარლამენტის წევრ ალუდა ღუდუშაურთან ერთად შეხვდა და მათ საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრა.


დღის ამბები