28 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
უთანხმოება ოპოზიციაში - რატომ არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას და რითი ხსნიან ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას

რატომ არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს - ინიციატორები ნიკა მელიასგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

მთავარ ოპოზიციურ ძალაში, რომლის ხმებიც ოპოზიციის საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებისთვის გადამწყვეტია, არგუმენტად წინასაარჩევნო აქტივობებს ასახელებენ, რაც მათი კოლეგებისთვის მიუღებელია.

ის, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებული კითხვები პარლამენტში არჩევნებამდე უნდა დაისვას, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი თანხმდება, თუმცა ისინი სხდომის მოწვევისთვის საჭირო 38 ხელმოწერას დამოუკიდებლად ვერ აგროვებენ.

პატარა პარტიები, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ. ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალას, საპარლამენტო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებენ.

სპეციალური სხდომის მოწვევისთვის პარლამენტის 1/4-ის ანუ 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. 

დღის ამბები