შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ალიანსს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ. შარლ მიშელმა შტატების, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ამ საქციელს ძალიან უცნაური უწოდა და მათ შეახსენა, რომ ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და შტატების საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია. მისი თქმით, ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებამდე, ეს საკითხი უნდა გაირკვეს.
თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პარიზი შტატებისგან, ბრიტანეთისგან და ავსტრალიისგან განმარტებებს ელოდება.