28 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
"ამაზე უკეთეს დასკვნას ინატრებდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები" - ირაკლი ზარქუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების შესახებ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელების საქართველოში ვიზიტის შეჯამებას მმართველი გუნდის წევრები აფასებენ. "ქართული ოცნების" წევრები დელეგაციის შეფასებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ერთხმად აღინიშნა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი. 

"ერთხმად აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, შესაბამისობაში იმ იდეალურ გარემოსთან, რაც უნდა იყოს წინასაარჩევნოდ. მეორე თემა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიშელის დოკუმენტიდან გავედით, ის რეფორმები, რაც ვთქვით და დავპირდით მოსახლეობას, რომ ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის საარჩევნო რეფორმა, მიყვანილია, გათვალისწინებულია მაქსიმალურად და მათ აღნიშნეს ეს. მათ შორის არის საუბარი მედიაპლურალიზმზე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია გამოხატოს და გააშუქოს. ამაზე უკეთეს დასკვნას ინატრებდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

განცხადება რეკომენდაციების შესახებ გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. 

"ოდირის მხრიდან გაიცემა რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, ვინ არის ავტორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებულად საყურადღებოა, ყოველთვის არის გასაანალიზებელი და ამის მიხედვით შემდგომი ნაბიჯები და გადაწყვეტილებებია დასაგეგმი,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები