28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
"ხელისუფლება ცდილობს დახატოს ყველაფერი კარგად, მეორე მხრივ, ოპოზიციაში გაურკვევლობაა, გაუგებარია, ვინ რას აპირებს იქ" - ნოდარ ხარშილაძე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ხელისუფლება ალტერნატიული რეალობის დახატვას ცდილობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არასწორი პრიორიტეტები აქვს არჩეული და ქვეყნის განვითარების ნაცვლად მოსმენებითაა დაკავებული. 

"ქვეყანაში არის უკიდურესი გაჭირვება და ამის მიხედვის მაგივრად ალტერნატიულ რეალობაში ვცხოვრობთ. "კურიერს" ვუყურებდი და წინა წელთან შედარებით გაიზარდა ექსპორტი და იმპორტიო. წინა წელს, როდესაც ჯერ ვაქცინაც არ იყო, გლობალური კოვიდ პანიკა იყო და საერთაშორისო ვაჭრობა გაჩერებული იყო, წინა წელთან შედარებით ყველას მაგარი ციფრები ექნება ხო, მოდი 2019 წელს შევადაროთ.

ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დახატოს, რომ არის აბსოლუტურად ყველაფერი კარგად, განვითარება და სტაბილურობა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ცუდადაა, ფაქტია. მეორე მხრივ, ოპოზიციაშიც გაურკვევლობაა, გაუგებარია, ვინ რას აპირებს იქ, მაგრამ იმათი გაურკვევლობა ჩემთვის არის პრობლემა და ხელისუფლების გაურკვევლობა არის ფულის ხარჯვა, ბიუჯეტის ფლანგვა.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას მიხედო, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი, ხელშეკრულებიდან გამოვდივართ, ვითომდა უარს ვამბობთ კრედიტზე, რომელსაც არავინ გვაძლევდა - უარს ვერ იტყვი იმაზე, რასაც არავინ გაძლევს. დღეს გამოჩნდა კადრები, რომ საქართველო იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს, მაგალითად, რუსეთს, ან სხვა რადიკალურ ტერორისტულ ძალებს, ამის ნაცვლად საპატრიარქოს, ადმინისტრაციის და ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის მოსმენებითაა დაკავებული, ეს არ უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტი,"- აცხადებს ნოდარ ხარშილაძე. 

დღის ამბები