28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
არ მინდა დავიჯერო, რომ ეგეთი სულელები არიან... სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში - კახა კალაძე "ლელოს" პასუხობს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "ლელოს" წევრების განცხადებას პასუხობს. 

"არ მინდა დავიჯერო, რომ "ლელო" ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. წარმოადგინონ თუ აქვთ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ვადა გასული არ იყო. ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა და პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საარჩევნო ბილბორდების შესახებ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას "იუნესკოს" პროექტი შეეწირა. საუბარია თამარაშვილის ქუჩაზე თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ბილბორდზე, რომლის ადგილას ახლა კახა კალაძის საარჩევნო ბანერია გაკრული. 

დღის ამბები