28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პანკისის ხეობაში ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის ბრალდებით დაკავებულების მორიგი მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის ბრალდებით დაკავებულების მორიგი მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ოჯახის წევრები და ადგილობრივების ნაწილი დუისის პოლიციასთან შეიკრიბნენ. ისინი ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალის შინაარსს არ ეთანხმებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მომხდარს კი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. აქციის ორგანიზატორები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასშტაბურ გამოსვლებს აანონსებენ.

ანტიტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობის სამ სოფელში სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. შედეგად დააკავეს 5 პირი, მათ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუსმა ვიდეო მტკიცებულებად გამოაქვეყნა.

დღის ამბები