28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
60%-ის ვაქცინაცია მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს​ - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის მეოთხე ტალღა დასრულების ფაზაშია. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების მიუხედავად, ინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად მცირდება.

ეპიდემიოლოგები პროგნოზს ამის გათვალისწინებით აკეთებენ და  პანდემიის ხელახალი აფეთქების რისკებსაც აფასებენ. მათი თქმით, მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ. დელტა შტამია, პრევენციისთვის კი უცილებელია ვაქცინაციის პროცესის უფრო მეტად გაფართოება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, მ.იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც უნდა აიცრას, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია შემსუბუქდეს. 

"60% მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოდან დაწყებული საქართველოში დომინირებს დელტა შტამი, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გაცილებით მეტი ციფრი გვჭირდება. ამ შემთხვევაში 60-დან 80%-მდე ჩვენ შეიძლება ისეთივე ციფრი მივიღოთ როგორც თუნდაც დანიაშია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სრულად მოხსნა რეგულაციები, რადგანაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 80% იყო ვაქცინირებული,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები