28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მეღვინეობიდან პოლიტიკაში - რა გეგმები აქვს ახმეტის მერობის კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში პირველობისთვის 42 წლის ალექსი ფიცხელაური იბრძვის, პირი რომელიც პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ოჯახურ ბიზნესს უძღვებოდა. 

მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ახმეტას სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამ მიმართულების განვითარებას გეგმავს ალექსი ფიცხელაური გამარჯვების შემთვევაში.

არჩევამდე 2 კვირით ადრე წინასაარჩევნო კამპანია თითქმის დაასრულა. შეხვდა და პირადად, ადგილზე მოისმინა, მუნიციპალიტეტში დღეს არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე დღიდან დაიწყებს. მათ, შორის უმთავრესი გზის და წყლის პრობლემის მოგვარებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტს კარგად იცნობს და არსებულ პრობლემებს "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ეტაპობრივად მოაგვარებს.

 

დღის ამბები